2 ამინდი ბათუმში     42.8° F / 6° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

აუქციონი

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად 20 აპრილიდან ელექტრონული აუქციონის გამოცხადებას იწყებს.

აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია. ბულვარის ადმინისტრაცია ასევე მზად არის განიხილოს ყველა საინტერესო ახალი შემოთავაზება თუ პროექტი, რომელიც ადმინისტრაციაში იქნება წარმოდგენილი. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.
აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში მცირე სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ.

ელექტრონული აუქციონები სხვადასხვა კატეგორიებზე გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება,კერძოდ: ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო); სიმინდის აპარატი (ელექტრო); სუვენირების დახლი; გასართობი აპარატი; გასართობი ატრაქციონი; სასეირნო ველოსიპედი (რიგშა); სანაყინე ჯიხურები; ელექტრო მობილი; ჩამოსასხმელი ლუდის (კასრი); ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი); საბავშო გასართობი კუთხე; ყავის კუთხე; ექსტრემალური პარკი; ბამბის ნაყინი (ელექტრო); ტირი; ფოტოჯიხური; სათვალის დახლი; 5დ ატრაქციონი; სასწორი; სამასაჟო კუთხე (პლაჟზე); საინფორმაციო დახლები; ბურახის კასრი; ბატუტი; ლიტერატურული კუთხე; სეგვეი (ორბორბლიანი ელექტრო ტრანსპორტი); ტენისის, ბილიარდის მაგიდა; გართობისა და კვების ობიექტი ( ბათუმი); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (კვარიათი); გართობისა და კვების ობიექტი (კვარიათი); საპლაჟო ინფრასტუქტურა (გონიო); გართობისა და კვების ობიექტი (გონიო); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მწვანე კონცხი); გართობისა და კვების ობიექტი(მწვანე კონცხი); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მახინჯაური); გართობისა და კვების ობიექტი(მახინჯაური); პლაჟების ბრენდირება; სასეირნო საბავშვო მანქანები; ქართული ღვინის კუთხე; ფლაერების დარიგება; საპრეზენტაციო დახლი.

ბულვარის ადმინისტრაციამ, პირველ ეტაპზე აუქციონი ქ. ბათუმში, სანაპირო ზოლზე საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.

აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში სამეწარმეო საქმიანობის განახორციელების საშუალება ექნებათ.

დამატებით ინფორმაციისათვის, მიმართეთ ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაგვიკავშირდით ტელ: (0422) 27-88-08.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი