2 ამინდი ბათუმში     78.8° F / 26° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

9 ივნისი 2017

აჭარაში ტურისტული სეზონი იწყება

ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად დღეს გაიხსნება. 16:00 საათიდან ალი და ნინოს ძეგლთან სპეციალურ, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ელექტორნული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია ბარი და კაფეები - Radio Bar, Pipes Burger Joint, Pirate Bay Bar, Cold Bar, Martini Bar, სადაც სასმელებისა და კერძების შეკვეთა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობებიც. მათ შორის ველომარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანების შოუ, დღის ფოიერვერკი, ბავშვებისთვის კი სახის მოხატვა, ქვებზე ხატვა, უფასო ჰელიუმისა და საპნის ბუშტები. ამავე დღეს, კლუბი მანდარინის მიმდებარე ტერიტორაზე განლაგებული იქნება უფასო შეზლონგები და ქოლგები. 18:00-დან 19:00 საათამდე კი წყლის გასართობი საშუალებები - სკუტერი, პარაშუტი და იახტები იქნება უფასო. საღამოს, პლაჟზე დაინთება უზარმაზარი კოცონი, რომელთან მისასვლელი გზაც ჩირაღდნებით განათდება. სეზონის გახნის ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
8 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების წინასწარი ანონსი ქუჩის კონცერტებით დაიწყო. ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დღის განმავლობაში კონცერტები გაიმართა.
მიმდინარე წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი