2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

27 აგვისტო 2015

განცხადება ''ალი და ნინოს'' ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით

“ალი და ნინოს” ქანდაკების ადგილის შეცვლა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მისი საძირკველის დაზიანების გამო გადაწყდა. სკულპტურა, თავის დროზე, ზღვასთან ახლოს ტექნიკური დეტალების გათვალისწინების გარეშე დაიდგა.

ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის თანხმობის საფუძველზე და ქანდაკების ავტორთან შეთანხმებით, „ალი და ნინო“ ზღვის სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით განთავსდება.
დღეს ქანდაკების ადგილის შეცვლა ბათუმში გუშინ მომხდარმა სტიქიამ განაპირობა. სამწუხაროდ, სკულპტურის გადატანისას დაზიანდა მისი რამდენიმე ფირფიტა.

კომპანიას „არნაბი 21“, რომელიც „ალი და ნინოს“ გადატანის სამუშაოს ახორციელებდა, სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების გამო, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრება.

დაზიანება მასშტაბური არ არის და უმოკლეს პერიოდში, ავტორთან კონსულტაციის შემდეგ აღდგება.
„ალი და ნინოს“ ახალ ადგილზე მონტაჟი 5 სექტემბერს დასრულდება.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი