2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

31 მაისი 2017

ანონსი

ბათუმის ბულვარი, ყველა პატარას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! უზრუნველ ბავშვობასა და ნათელ მომავალს გისურვებთ.
1 ივნისს, 14:30-დან 19:00საათამდე, ბათუმის ბულვარში კოლონადებთან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საბავშვო ღონისძიებები გაიმართება.
ბავშვებს ელის უამრავი გასართობი შოუ-პროგრამა, საბავშვო კონცერტები, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ზღაპრის გმირები, სპორტული შეჯიბრები, სახალისო კონკურსები, სამაგიდო თამაშები, ჟონგლიორების წარმოდგენები, ესთაფეტები, სახეზე მოხატვა, ოჩოფეხებით მსვლელობა, ანიმატორები და გიგანტური ფრანების გასაოცარი შოუ. პატარებს საჩუქრად დაურიგდებათ ნაყინები და ბუშტები, ბულვარში, ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვები საბავშვო მატარებლითაც გაისეირნებენ.

ღონისძიებათა კალენდარი:

ღონისძიების გახსნა - 14:30-19:00 სთ. ზღაპრის გმირებთან შეხვედრა, მსახიობები ოჩოფეხებით;
ანსამბლი „მწვერვალი“ - 14:30 სთ.
სტუდია „დისნეი ლენდი“ - 14:30 სთ. სახეზე მოხატვა
"სკაუტები" - 14:30 წყალზე ხატვა, კარვის გაშლის მასტერ-კლასი, თოკების შეკვრა;
სტუდია „ბასტი-ბუბუ“ -15:00 სთ.
სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვები -16:00 სთ.
ქართული ხალხური ცეკვები -16:20 სთ.
ესთაფეტა, თამაშები, სახალისო კონკურსები, ფოტო ბანერთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება -16:30 სთ.
საბავშვო მატარებლით გასეირნება მულტიპლიკაციურ გმირებთან ერთად -18:00 სთ.
ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა -15:00-17:00 სთ.
სტუდია "ხელმარჯვე თითები" -15:00-17:00 სთ.
ფრანების შოუ -13:00:00-19:00 სთ.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი