2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

19 მაისი 2017

ბათუმის ბულვარი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

ბათუმის ბულვარში ტურისტული სეზონისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. ზაფხულის სეზონზე ბულვარის პლაჟებზე ტურისტებსა და ადგილობრივებს თანამედროვე სტანდარტების განახლებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რაც სანაპირო ზოლზე საპლაჟო ინვენტარის ერთიან სტილში მოწყობას გულისხმობს. დამონტაჟდება ახალი გასახდელები, საშხაპეები, პლაჟზე ჩასასვლელი ხის ადაპტრიებული ბილიკები. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მსურველს საშხაპე-გასახდელით სარგებლობა უფასოდ შეეძლება.

წელს პირველად, ბათუმის პლაჟებზე, გასულ წლებთან შედარებით შეზლონგებსა და მზისგან დამცავ ქოლგებს ფიქსირებული, მინიმალური ფასები ექნება.

ერთი დღით შეზლონგის დაქირავება - 3 ლარი, ქოლგის კი - 1 ლარი ეღირება. დამსვენებლების თავისუფლად გადაადგილების მიზნით, შეზლონგები ზღვის სანაპიროდან 10 მეტრის მოშორებით თანაბარპროპორციულად განთავსდება.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, პერსონალი სპეციალური უნიფორმით იქნება აღჭურვილი. სანაპიროზე ასევე მომსახურების ფასების ამსახველი სამენოვანი საინფრომაციო ბანერი განთავსდება.
ახალი პროექტის მიხედვით, „ალი და ნინოს“ მონუმენტიდან აკვაპარკის ტერიტორიამდე, სანაპიროს ზონირება განხორციელდება და თითოეული სექტორი ერთმანეთისგან დეკორატიული მცირე ზომის დროშებით გამოიყოფა. თითოეულ სექტორში უფასო საშხაპე, გასახდელი და გასასასვლელი ბილიკი მოეწყობა, რომელიც შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.

ბულვარის ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგის სამსახურის მობილური ჯგუფების მიერ დალაგება-დასუფთავების ნორმები მკაცრად გაკონტროლდება.

ბულვარის ადმინისტრაცია, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობას 25 მაისიდან გეგმავს და მათი განთავსება ეტაპობრივად დაიწყება, საპლაჟო ინვენტარი კი სრულად, 1 ივნისამდე მოეწყობა.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი