2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

10 იანვარი 2017

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარის უფროსის თანამდებობაზე ეთერ მაჭუტაძე დღეს წარადგინა.ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ცისკარ გოგიტიძეს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

ეთერ მაჭუტაძე გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტია. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი 2012 წლიდან დღემდე მუშაობდა ააიპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის” დირექტორად.
ეთერ მაჭუტაძეს დამთავრებული აქვს ვორონეჟის სატყეო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის სატყეო საინჟინრო მეტყევე-ინჟინერის სპეციალობით . წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მთავარ აგრონომად, შემდეგ კი დირექტორად.

ეთერ მაჭუტაძე არის 25-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი, რაც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებში ქართულ და რუსულ ენებზე.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი