2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

28 ივლისი 2016

ბათუმის ბულვარში С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

28 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, დილიდან ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის სკრინინგ პროგრამის უფასო ტესტირება მიმდინარეობს.

აღნიშნულ აქციას მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრებიც შეუერთდა. ასევე, С ჰეპატიტის უფასო სკრინინგ პროგრამაში სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და თანამშრომლებიც ჩაერთო, მათ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო ამბულატორიაში სხვა მოხალისეებთან ერთად შემოწმება გაიარეს. ჰეპატიტის ორკვირეულის ფარგლებში ბათუმის ბულვარში კერძოდ, რესტორან ,,სანრემოს“, საზაფხულო თეატრისა და მოცეკვავე შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური ამბულატორია იქნება განთავსებული, სადაც მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ ჰეპატიტის დიაგნოსტიკას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა თანადაფინანსებას უზრუნველყოფს სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ხოლო ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ პირთათვის ქალაქ ბათუმის მერია.

ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი