2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბულვარში საზეიმოდ აღინიშნა

1 ივნისი 2017

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბულვარში საზეიმოდ აღინიშნა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიებებეი გაიმართა.

ბათუმის ბულვარმა, მთელი დღის მანძილზე ბავშვებს მრავალფეროვანი პროგრამა: საბავშვო კონცერტები, კონკურსები, ჟონგლიორების წარმოდგენები, სამაგიდო თამაშები, სპორტული შეჯიბრები და ესთაფეტები შესთავაზა.
ღონისძიების განმავლობაში პატარები სახალისო თამაშებსა და სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ. მოიხატეს სახეები, ფოტო-ბანერებთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. მათ გართობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ, ღონისძიება საზეიმოდ კოლონადების სცენაზე ფლეშმობით გაიხსნა, რომელიც ასოციაცია „ ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელ სოფიო ბაკურიძის ინიციატივითა და ასოციაცია მწვერვალის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო გიგანტური ფრანების გასაოცარი შოუ. ასევე, მთელი დღის განმავლობაში ბათუმის ბულვარში გამოიფინა საბავშვო თემატიკის ხელნაკეთი თოჯინები, ნივთები და ნახატები. პატარებს საჩუქრად დაურიგდათ ნაყინები და ბუშტები, ღონისძიების დასასრულს, პატარა აღსაზრდელებმა ბათუმის ბულვარში საბავშვო მატარებლითაც გაისეირნეს.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, ბათუმის ბულვარის დირექტორი ეთერ მაჭუტაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხემძღვანელი სოფიო ბაკურიძე და ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებიც დაესწრნენ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილე სკოლა-სტუდიებს აღნიშნული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი