ბათუმის ბულვარი - ზღვისპირა პარკი ქალაქ ბათუმში     
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი ''ლურჯი დროშის'' საერთაშორისო პროექტში ჩართვას გეგმავს

7 მარტი 2019

ბათუმის ბულვარი ''ლურჯი დროშის'' საერთაშორისო პროექტში ჩართვას გეგმავს

მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია „გარემოს საგანმანათლებლო ფონდი“ (FEE) საქართველოთი ინტერესდება.


ბათუმის ბულვარის მოწვევით, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ შაფერმა ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც აჭარის მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე განათლების სისტემის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


ღონისძიებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, აჭარის მთავრობა მზადაა დიდი ყურადღება დავუთმოს პროცესს, რომელიც ,,ლურჯი დროშის სერთიფიცირების მიმართულებით დაიწყო და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.


გარემოს მაღალ ხარისხთან ასოცირებული „ლურჯი დროშის“ პროექტი საპლაჟო ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხეობის მიმართულებით თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას ითვალისწინებს.


„გარემოს დაცვის განათლების ფონდის“ (FEE) წევრი 73 ქვეყანა, ათეულობით საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაა. დღევანდელ მსოფლიოში იგი 5 საგანმანათლებლო პროექტითაა წარმოდგენილი (ეკო სკოლები - ECO-SCHOOLS, ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის - Young Reporters for the Environment, სწავლება ტყეების შესახებ - Learning About Forests, ლურჯი ალამი - BLUE FLAG, მწვანე გასაღები - GREEN KEY), რომლებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება.


ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ შაფერმა ბათუმელ მსმენელს ყველა მათგანის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


სასტუმრო რედისონში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია ს.ს.ი.პ „ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით გაიმართა.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი