2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

4 დეკემბერი 2016

შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები

გუშინ განვითარებულმა უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა ბულვარში სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი ქვიშითა და ქვაღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი, ბულვარის ინფრასტრუქტურა კი უმნიშვნელოდ არის დაზიანებული. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და სამაშველო ბრიგადები.

არსებულ მდგომარეობას დილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გაეცნო. მათ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ ბათუმის ბულვარის დირექტორმა ცისკარ გოგიტიძემ პირადად მიაწოდა.

ამ დროისათვის ტერიტორიაზე დაწყებულია შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ტერიტორიიდან ნატანის გატანას ახორციელებს. ბულვარის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები და შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლები ბულვარსა და სანაპირო ზოლს ასუფთავებენ. ამ ეტაპზე ბათუმის ბულვარში ზიანის მონიტორინგი მიმდინარეობს.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი