2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში სეზონისთვის მზადების პროცესს გაეცნო.

24 მარტი 2017

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში სეზონისთვის მზადების პროცესს გაეცნო.

დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები ელექტრომობილით დაათვალიერა.
საგაზაფხულო მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ბულვარის მთელ პერიმეტრზე აგროსამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამწვანების სამსახურის მიერ ზაფხულის სეზონისთვის დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის სამუშაოები უკვე შესრულებულია.

დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა "იახტ-კლუბი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უშუალო ინიციატივით იახტ-კლუბის მიმდებარედ დაიგო ბეტონის დეკორატიული ფილები და არსებული კიბეები გრანიტით მოპირკეთდა. მოეწყო დამატებითი ველო ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. დაგეგმილია რკინის ჭედური მოაჯირების მონტაჟი და გამწვანებითი სამუშაოები. იახტ-კლუბის მიმდებარე 2000 კვ/მ ფართობის კეთილმოწყობა მარტის ბოლოსთვის დასრულდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. მე-11 ნავმისადგომის კაპიტალურ აღდგენის სამუშაოებს უკრაინული კომპანია ახორციელებს. ერთ-ერთი პირველი ნავმისადგომი ბათუმის პორტში, რომლითაც რეგიონში ზღვით შემოსული ტურისტები სარგებლობენ, სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი