2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

ეთერ მაჭუტაძემ ახალ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

12 იანვარი 2017

ეთერ მაჭუტაძემ ახალ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა ეთერ მაჭუტაძემ ახალ ბულვარში მიმდინარე ტექნიკური და აგრონომიული სამუშაოები, მოადგილე დავით გორგილაძესთან და გამწვანების სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. ახალი ხელმძღვანელი თავდაპირველად აგრონომიული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოები მოინახულა.

აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის თანამშრომლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების გასხვლა-გაცელვით, ნიადაგის გაფხვიერების, გაკრეჭა-დაბარვით, ფილაქნებს შორის სარეველებისაგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, პარალელურად ახალ ბულვარში დაზიანებული ფილების სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ეთერ მაჭუტაძემ ძველ ბულვარში არსებული სასაწყობე შენობა-ნაგებობაც მოინახულა, ვითარებას გაეცნო და ადგილზე დასაქმებულ მუშახელსაც გაესაუბრა.
"უახლოეს პერიოდში ბათუმის ბულვარს ახალი სასაწყობე მეურნეობა შეემატება, მუშა-მოსამსახურეთა ოთახების გათვალისწინებით, სადაც შესაძლებელი იქნება ბულვარის ბალანსზე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და ინვენტარის დასაწყობება, ასევე ძველ ბულვარში არსებულ სასაწყობე მეურნეობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება“.

ახალი სასაწყობე შენობა-ნაგებობა ახალ ბულვარში ამპითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, რისთვისაც ბათუმის ბულვარის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი გამოიყოფა.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი