2 ამინდი ბათუმში     77° F / 25° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

28 აპრილი 2017

განახლებული საყვავილე კლუმბები და დეკორატიული ხე-მცენარეები

ბათუმის ბულვარში საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, „აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინი“-ს სამსახურის მიერ, სეზონურად მოყვავილე გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილების დარგვის სამუშაოები გრძელდება.
შვიდი დასახელების დეკორატიული ყვავილების ჩითილები (ბეგონია, პეტუნია, სალვია, ტაგეტესი, ცინია, პორტულაკი, ვინკა) ძველ ბულვარში ეტაპობრივად დაირგვება, მანამდე საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა, გაფხვიერდა და გაიწმინდა ნიადაგი სარეველებისაგან.
ამ ეტაპისათვის ცენტრალურ ნაწილში სხვდასხვა სახის დეკორატიული ბუჩქოვანი მცენარეები უკვე დაირგო და ერთწლოვანი ყვავილებით სანახაობრივი კომპოზიციები მოეწყო.
სეზონური ყვავილები ძველი ბულვარის ტერიტორიაზე დაირგვება და ჯამში ზღვისპირა პარკში მაისის თვის ბოლომდე 420 ათასი ყვავილი დაირგვება.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი