ბათუმის ბულვარი - ზღვისპირა პარკი ქალაქ ბათუმში     
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

15 ნოემბერი 2017

განახლებული სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები

ბათუმის ბულვარში, სპორტული ტრენაჟორების განახლებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ბულვარის მასშტაბით, ამორტიზებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, ახალი სავარჯიშო ინვენტარით სრულად ჩანაცვლდება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყობა, რომლის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია. განახლებული სავარჯიშო ტრენაჟორების კომპლექსი, უკვე ფუნქციონირებს სასტუმო “კემპინსკი“-ს მიმდებებარე ტერიტორიაზე. სამუშაოები ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ჯანსაღის ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაცია. სავარჯიშო სპორტული კომპლექსისა და ტრენაჟორების შეძენისათვის ბულვარის ბიუჯეტიდან 78 693-ლარი გამოიყო. გარდა ახალი სავარჯიშო მოედნების მოწყობისა, ძველ ბულვარში არსებულ ბავშვთა გასართობ მოედანსაც უტარდება რეაბილიტაცია. ძველი საბავშო ატრაქციონები სხვადასხვა სახეობის ახალი ატრაქციონებით ჩანაცვლდება და განახლდება მოედნის საფარი, რომელიც საბავშვო თემატიკის დეკორაციებით მოიხატება. ამ ეტაპისათვის, ბავშვთა კუთხეში ძველი გასართობი ატრაქციონების დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. საბავშვო ატრაქციონის შეძენა-მონტაჟი შპს „ჯეო პარკმა“ უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 108 850-ლარია გამოყოფილი.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი