2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

5 დეკემბერი 2016

გაწმენდითი სამუშაოები ბათუმის ბულვარში

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შტორმის შედეგად დაზიანებული ბულვარის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გვიან ღამით ადგილზე გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მინისტრს ბულვარის დირექტორმა ცისკარ გოგიტიძემ მიაწოდა. ამ ეტაპზე დასკვნითი ეტაპის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს,რაც ხვალ დასრულდება.
ტერიტორიაზე მუშაობს რამდენიმე ერთეული ტექნიკა და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ბულვარის ადმინისტრაცია და შპს "სანდასუფთავება".
"დილის 6 საათიდან ბათუმის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სანაპიროს ძირითადი ნაწილის აღდგენა. საბედნიეროდ ზიანი არ არის დიდი, ძლიერმა შტორმა ქვიშა და ნატანი ამოიტანა პრომინადზე,რომლის დიდი ნაწილი როგორც უკვე აღვნიშნე გაწმენდილია. ამ ეტაპზე შტორმის სიმძლავრე შემცირებულია,რაც აადვილებს გაწმენდითი სამუშაოების დასკვნითი ეტაპის შესრულებას.
იმისათვის რომ ყოველი უამინდობისას არ დავდგეთ სანაპიროს დაზიანების იგივე საშიშროების წინაშე, წელს ჩვენ დავიწყეთ პროცედურები და 2017 წლის დასაწყისიდან ბათუმის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოების კაპიტალური პროექტის განხორციელება დაიწყება. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ჰოლანდიურ კომპანიასთან. პროექტი 2 კილომეტრამდე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობას ითვლისწინებს და ის 18 თვეში დასრულდება"-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი