2 ამინდი ბათუმში     78.8° F / 26° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

13 მარტი 2017

იახტ-კლუბის ტერიტორიის კეთილმოწყობა

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის წევრებთან, ასევე ბათუმის ბულვარის დირექტორთან ეთერ მაჭუტაძესთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ნავსაყუდელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

იახტ-კლუბის მიმდებარედ 2000 კვ.მ-ზე მეტი ტერიტორიის კეთილმოწყობა განხორციელდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგება ბეტონის ორშრიანი დეკორატიული ტალღისებური სხმულის ფილები. მოხდება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნარგავებით გამწვანება, კორდის დაგება, ბორდიურების, ველო და სასეირნო ბილიკების, სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობა.ასევე, შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელი ე.წ პანდუსები მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს შპს „მონოლითი 2005“ ასრულებს და სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი