2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

15 აგვისტო 2016

ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები

გუშინ განვითარებულმა უამინდობამ და შტორმმა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის პრომენადი დააზიანა. სტიქიის შედეგად ბათუმის ბულვარში რამდენიმე გარეგანათების ბოძიც დაზიანდა.
ძლიერმა შტორმმა გამოიწვია სანაპიროს დანაგვიანებაც. დილიდან ტერიტორიაზე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში, „სანდასუფთავების“ თანამშრომლები ბულვარსა და სანაპირო ზოლს ასუფთავებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო ბრიგადები. ბულვარის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ. ამ დროისთვის სანაპიროზე სტაბილური მდგომარეობაა.
არსებულ ვითარებას დილიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის ბულვარის დირექტორი ცისკარ გოგიტიძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები გაეცნენ.
ბათუმის სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი