2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

25 აპრილი 2017

ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ფილების კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. კაფე-ბარ „ტყუპები“-დან სასტუმრო 'კემპინსკი”-ს მიმდებარედ და შიდა საფეხმავლო ბილიკებში დაზიანებული ფილების, ასფალტის, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. 14 ათას კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკზე, დაგეგმილია ბეტონის დეკორატიული ფილების დაგება და 4 492 გრძივ მ.-ზე ბაზალტის ბორდიურების მოწყობა.
სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის აღდგენა და სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების დამონტაჟება მოხდება, რაც აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბების პრობლემას სრულად აღმოფხვრის. სარეაბილიტაციო პროექტი, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია 'ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 137 844 ლარია გამოყოფილი. პარალელურად ბათუმის ბულვარში, ახალი ბორდიურების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. პრომინადის გასწვრივ სასეირნო ბილიკზე, სასტუმრო „კემპინსკი“-დან „აკვა-პარკი“-ს მიმდებარე ტერიტორიამდე ამორტიზებული ბორდიურები ბაზალტის ბორდიურებით განახლდება. ბორდიურების მოწყობა ამ დროისათვის არდაგანის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს და დღეისათვის შესრულებულია სამუშაოების 80%. სამუშაოებს, რომლის განხოციელებისთვის ღირებულება 184 197 ლარს შეადგენს, აწარმოებს ელექტრონულ ტენდერში გამარვებული კომპანია „ხრისტოს ბანანის კე სია ო.ე. წარმომადგენლობა საქართველოში“. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.
იახტ-კლუბის მიმდებარედ 2000 კვ.მ-ზე მეტი ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგო ბეტონის ორშრიანი ტალღისებური ფორმის ფილები. მოპირკეთდა ბაზალტის ბორდიურები, ველო და სასეირნო ბილიკები. მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციებია და სანიაღვრე სისტემა. 96 გრძივ მეტრზე დამონტაჟდა ლითონის ჭედური მოაჯირი, გრანიტის ფილებით განახლდა იახტკლუბში ჩასასვლელი კიბეები. ასევე, შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელი ე.წ პანდუსები მოეწყო.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი