2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

18 მაისი 2017

მოვლითი სამუშაოები ზღვისპირა ბულვარში

ბათუმის ბულვარში, გამწვანებითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღეისათვის, ცენტრალური ბულვარის სხვადასხვა ლოკაციებზე მებაღეების მიერ აგროსამუშაოები რამდენიმე მიმართულებით შესრულდა. კერძოდ, კი ქოქოსის ჯიშის პალმები გაისხვლა, დეკორატიული ხე-მცენარეები დაირგო, მცენარეთა ძირებში ნიადაგი გადაიბარა, დაფნის ბუჩქები და ფილაქნები სარეველა ბალახისაგან გასუფთავდა.
ასევე, გამწვანების სამსახურის მიერ მაისის თვის განმავლობაში აგროსამუშაოები სხვა რამდენიმე მიმართულებითაც განხორციელდა. უნივერსიტეტის მიმდებარედ განაშენიანდა ახალი სარეკრეაციო ზოლი. დაახლოებით, 4 000 კვ.მ. მოცულობის ფართობზე მოეწყო სკვერი. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული და მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, კერძოდ: ნეკერჩხლის, იაპონური საკურას, კამელიის, ოსმანთუსის, ხიბისკუსის და ა.შ ნერგები. ასევე, 9 აპრილის მემორიალის ირგვლივ დაირგო პორტულაკის ჩითილები, ოფიოპოგონისა და ფესტუკას ნერგები.
აღსანიშნავია,რომ ზღვისპირა პარკში სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ყვავილები, 38 სახეობის მარადმწვანე და ფოთოლმცვენი დეკორატიული ხე-მცენარეები დაირგო. (წითელი ნეკერჩხალი, მაგნოლია, იაპონური და ჩინური კამელია, იაპონური ალუბალი, მიმოზა, გლიცინია, შქერი, ჯუჯა ვარდი და ა.შ)
"საუკუნოვანი მაგნოლიის" ადგილას მებაღეების მიერ დეკორატიული ნარგავებითა და სეზონური ყვავილების კომპოზიციებით სკვერის კეთილმოწყობა განხორციელდა, ასევე, „ბამბუკების ხეივნი“-ს ირგვლივ არსებული ტერიტორია გამწვანდა.
ჯამში, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ზღვისპირა ბულვარის მწვანე საფარის კოლექციას ახალი ჯიშების 2515 ძირი მრავალწლოვანი ხე-მცენარე და გაზაფხული-ზაფხულის 420 ათასი ერთწლოვანი ყვავილების ჩითილები (ბეგონია, პეტუნია, სალვია, ტაგეტესი, ცინია, პორტულაკი, ვინკა) შეემატა.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი