2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

მთავრობის წევრები ბულვარში ხეების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ

29 იანვარი 2017

მთავრობის წევრები ბულვარში ხეების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად ბათუმის ბულვარში ხე-მცენარეების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოებში ჩაერთო. გაწმენდით სამუშაოებში მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.

ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს მოუწოდა გაწმენდით სამუშაოებში ჩართვისაკენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ თავიანთ ეზოებში, სახლებთან ახლოს ხეები თოვლის საფარისაგან გაათავისუფლონ, დაეხმარონ ერთმანეთს და ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდეთ უხვ ნალექს რეგიონში. მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ხელთ არსებული რესურსი.


ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში, ისინი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სამუშაოებში მობილიზებულია, როგორც აგრონომიული და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, ასევე ხელმძღვანელობა. მონიტორინგის შედეგად ბათუმის ბულვარში დაზიანება უმნიშვნელოა, ადგილი აქვს ძირითადად მრავალწლიანი ნარგავების ტოტების დაზიანებას.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი