2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

18 იანვარი 2017

მთავრობის წევრებმა ახალი ბულვარის ტერიტორია დაათვალიერეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან, ბულვარის ახალ დირექტორთან ეთერ მაჭუტაძესთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ახალ ბულვარში მიმდინარე ტექნიკური და აგრონომიული სამუშაოები დაათვალიერეს. მთავრობის წარმომადგენლები ახალ ბულვარში არსებულ ვითარებას გაეცნენ და ადგილზე დასაქმებულ მუშახელსაც გაესაუბრეს. ახალ ბულვარში მიმდინარე სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს ეთერ მაჭუტაძემ პირადად მიაწოდა.


ზურაბ პატარაძემ და რამაზ ბოლქვაძემ ახალი ბულვარის ტერიტორიის გამწვანებაშიც მიიღეს მონაწილეობა და მარადმწვანე მაგნოლიისა და მუხის ხის ნერგები დარგეს.
„როგორც ხედავთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეთერს. დღეს მეც მომეცა საშუალება პირადად დამერგო რამოდენიმე ხის ნერგი. უკვე არსებობს ახალი ბულვარის განვითარების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი პროექტი არ დაიწყება მოსახლეობასთან, ბათუმელებთან შეთანხმების გარეშე" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ამ ეტაპისათვის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის თანამშრომლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების გასხვლა-გაცელვით, ნიადაგის გაფხვიერების, გაკრეჭა-დაბარვით, ფილაქნებს შორის სარეველებისაგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, პარალელურად ახალ ბულვარში დაზიანებული ფილების აღდგენის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი