2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

20 აპრილი 2017

სააღდგომო ფესტივალი

ბათუმის ბულვარში, საქველმოქმედო “სააღდგომო ფესტივალი” წელს პირველად გაიმართა. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დაეგემოვნებიათ. დამთვალიერებლებმა სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვების, ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიების მიერ წარმოდგენილი, სააღდგომო თემატიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კომპოზიციები, საგამოფენო კუთხეები, ნახატები და ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს.

ფესტივალი დღეს საზეიმო კონცერტით გაიხსნა, სადაც ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო გამოფენა, გაყიდვა და დეგუსტაცია. დღევანდელ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში სტუმრად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გამოფენაზე პატარებმა სააღდგომო კვერცხებიც მოხატეს. ჩატარდა დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები, რომელშიც მონაწილეობას მიიღეს ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიებმა. საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება. ღონისძიების დასასრულს სააღდგომო ტკბილეული სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაურიგდათ. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, მადლობას უხდის ფესტივალის ყველა მონაწილეს, კერძოდ: ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ანსამბლებს, საკონდიტრო კომპანიებს, ქობულეთისა და ქ.ბათუმის პროფესიულ კოლეჯებს, არტ-სტუდიებს, ასევე ღონისძიების პარტნიორებსა და მხარდამჭერებს. ღონისძიება, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი