2 ამინდი ბათუმში     77° F / 25° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

26 აპრილი 2017

სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა

ბათუმის ბულვარში საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, „აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინი“-ს სამსახურის მიერ, სეზონურად მოყვავილე გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო. შვიდი დასახელების დეკორატიული ყვავილების ჩითილები (ბეგონია, პეტუნია, სალვია, ტაგეტესი, ცინია, პორტულაკი, ვინკა) ძველ ბულვარში ეტაპობრივად დაირგვება, მანამდე საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა, გაფხვიერდა და გაიწმინდა ნიადაგი სარეველებისაგან. გამწვანებითი სამუშაოები ბულვარის ცენტრალურ ნაწილში უკვე დაიწყო. სეზონური ყვავილები ძველი ბულვარის ტერიტორიაზე დაირგვება და ჯამში ზღვისპირა პარკში თვის ბოლომდე 420 ათასი ყვავილი დაირგვება. ბულვარის ადმინისტრაციამ სეზონური ყვავილები ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შპს „მწვანე სახლი“-სგან- შეისყიდა, რომლის ღირებულებაც 189 ათას ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები მაისის თვეში დასრულდება.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი