2 ამინდი ბათუმში     78.8° F / 26° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

ველობილიკიდან გადახვევის გამო ველოსიპედისტი 20 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 50 ლარით დაჯარიმდება

29 ივნისი 2017

ველობილიკიდან გადახვევის გამო ველოსიპედისტი 20 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 50 ლარით დაჯარიმდება

ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში-გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ასევე, ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია 06:00 საათიდან 09:00 საათამდე.

ბულვარის ადმინისტრაცია მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს ქვეითად მოსიარულეებსაც, რადგანაც არსებული წესებით ველობილიკზე ქვეითთა მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალულია!არსებულ შეზღუდვებს ბათუმის ბულვარის მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ბულვარში ველობილიკის მიღმა მოძრაობის წესების დარღვევისათვის 7 პირია დაჯარიმებული.

ასევე, მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზე. ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება.

2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზ.პირი-300,ხოლო იურ.პირი 500 ლარით. 1მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ხოლო ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და მისი ფეკალური მასის ტერიტორიის დაბინძურება 20 ლარით დაჯარიმდება. მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური მოჭრა-500 ლარის ოდენობით. საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა (ე.წ გარევაჭრობა, უკანონოდ ველოსიპედების გაქირავება და ა.შ) მიმდინარე წლისათვის დანაგვიანებასთან დაკავშირებით 2 სამართალდარღვევათა ოქმია შედგენილი.

საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისათვის გათვალისწინებულია სანქციის სახით ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ დროისათვის შედგენილია 16 ერთეული სამართალდარღვევათა ოქმი. 1000 ლარით დაჯარიმდა იურიდიული პირი სამშენებლო მასალების დაყრასთან დაკავშირებით. გარდა ფიზიკური პირებისა, ჯარიმა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება.ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 00:00 საათამდე, განხორციელდება.

სსიპ „ ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დაიცვან დასუფთავების წესები.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი