2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

2 მაისი 2017

ზღვისპირა ბულვარს 2515 ძირი ახალი ხე-მცენარე შეემატება

ბათუმის ბულვარში მასშტაბური საგაზაფხულო დარგვები დაიწყო . „აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინი“-ს სამსახურის მიერ ზღვისპირა პარკში სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ყვავილები, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი დეკორატიული ხე-მცენარეები დაირგვება.

38 სახეობის (წითელი ნეკერჩხალი, მაგნოლია, იაპონური და ჩინური კამელია, იაპონური ალუბალი, მიმოზა, გლიცინია, შქერი, ჯუჯა ვარდი და ა.შ) ნარგავების დარგვა ძველ და ახალ ბულვარში ეტაპობრივად გაგრძელდება. გამწვანებითი სამუშაოები ამ ეტაპისათვის ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს.

მაისის თვის ბოლომდე ზღვისპირა ბულვარის კოლექციას ახალი ჯიშების 2515 ძირი მრავალწლოვანი ხე-მცენარე შეემატება, რომელიც ბულვარის ფერთა გამას კიდევ უფრო გააფერადოვნებს და იერსახეს მნიშვნელოვნად გაალამაზებს.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი