2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

დებულება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 3


2017 წლის 27 იანვარი ქ. ბათუმი


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულება თანახმად დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 30 აპრილის №18 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

2017 წლის --- იანვრის N-- დადგენილების

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ბულვარი (შემ­დგომ­ში – ბულვარი) არის „საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) დადგე­ნი­ლებით აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი სა­­ჯარო სა­მართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭა­რის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.

2. ბულვარი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტი­ტუ­ციის, აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქ­ტე­ბისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ბულვარი ან­­გა­­რიშვ­ალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. დ­ა­სა­ხული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბულ­ვარს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ბულვარი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლებაც მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.

4. ბულვარი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზ­ნე­ბი­სა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მო­პასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. ბულვარს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, სა­ბან­კო და სა­ხაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკ­ვი­ზიტები.

6. ბულვარის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, კ.გამსახურდიას ქუჩა №2.

მუხლი 2. ბულვარის ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის საგანი

1. ბულვარის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ბულვარის გამწვანების პროექტებისა და პერსპექტიული პროგრამების და­მუ­შავებასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ბ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების, დეკო­რა­ტიუ­ლი მცენარეების, ყვავილების და ა.შ. მოვლა-პატრონობა, განახლებისა და აღ­დგე­ნის სამუშაოები;

გ) მოსახლეობის გაჯანსაღებისა და დასვენების ეფექტური პირობების უზ­­რუნ­ველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება;

დ) დამსვენებელთა როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული კონ­ტი­ნ­გენტისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნილებების შე­სა­ბა­მი­სი პირობების შექმნა;

ე) საკურორტო ფაქტორთა დაცვა გაჭუჭყიანებისა და ეკოლოგიური წო­ნას­­­წორობის დარღვევისაგან, სანიტარიული ნორმების დაცვა;

ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მარკეტინგული კვლევების მონა­ცემთა ბაზის შექმნა, ანალიზის განხორციელება, მისი მდგომარეობისა და ტენდენ­ციე­ბის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა, კვლე­ვისა და ანალიზის საფუძველზე ბულვარის განვითარების დასაბუთებული პერს­პექ­ტიული გეგმების შედ­­­გე­ნა;

ზ) ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, მა­თი საქარ­თველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა­­­დასხვა ფორმებით გაცემა და შესაბამისი პირობების დადგენა;

თ) ბულვარის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღო­ნის­ძიე­­ბების განხორციელება;

ი) „ვეტერანთა კლუბის“ (შემდგომში – კლუბი) ჩამოყალიბებისა (ბულვარის სარგებლობაში არსებული ვეტერანთა კლუბის შენობის ბაზაზე) და ფუნქციო­ნი­რე­ბი­სათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (კლუბის დაფუძნება, წევრების რეგი­­ს­ტრაცია, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, მათ შორის, საპატიო წევრის წოდებაზე წარსადგენი კანდიდატურების არჩევნების ჩატა­რე­ბის ორგანიზება, კლუბის საინტერესო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველ­სა­ყოფად სპეციალური მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების (ტურნირებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიების ორგანიზება, სადღესასწაულო დღე­ე­­ბში წამახალისებელი საჩუქრების მომარაგება, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვე­ბუ­ლ­თათვის პრიზების გადაცემა და სხვა) შემუშავება და განხორციელება.

2. ბულვარს, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შეუფერხებლად რეალი­ზა­ციის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ად­გი­ლობ­რივი თვითმართველობის ორგანოებში ბულვარის მართვისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;

ბ) მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები;

გ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება-განხილვაში;

დ) განახორციელოს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა მოქმედი კანონმ­დებ­ლობით დადგენილ ფარგლებში;

ე) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს სამთავრობო უწ­ყე­ბებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ­რუ­ლებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური კონტროლის ჯგუფს;

ზ) შეადგინოს ბულვარის ტერიტორიაზე ჩადენილ ცალკეულ სამარ­თალ­დარ­ღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი;

თ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლე­ბამოსი­ლებანი.

3. ბულვარი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. საჭიროების შემთხვევაში ბულვარი ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივ) ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კოორდი­ნი­რე­ბული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

მუხლი 3. ბულვარის ხელმძღვანელობა

1. ბულვარს ხელმძღვანელობს ბულვარის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით. მთავრობა უფლებამოსილია, მიზანშეწონილობის მოტივით, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მთავრობის უფლება­მო­­სილების შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

2. ბულვარის დირექტორი წარმოადგენს ბულვარს, კონ­ტროლს და კოორდინაციას უწევს ბულვარის საქმიანობის ძი­რითად მიმარ­თუ­ლე­ბებს, წარმოადგენს ბულვარის ინტერესებს მესამე პი­რებთან ურთიერ­თობაში.

3. ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე, რომლებსაც აჭარის ავ­­ტო­­ნომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავ­­ტო­­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში - მთავრობის თავმჯდომარე) ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრის წარდგინებით ან სა­­კუთარი ინიციატივით. ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოადგილეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ბულვარის ახალი დირექტორის დანიშვნამდე.

4. ბულვარის დირექტორის მოადგილეები ახორციელებენ კონტროლს და კოორ­­დინაციას უწევენ ბულვარის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, უზ­რუნ­ველყოფენ ბულვარის შესაბამისი ზონის მართვას. მოადგილეთა კონკრეტულ უფ­ლებამოსილებებს განსაზღვრავს ბულვარის დირექტორი შესაბამისი ადმინის­ტ­რა­ციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ბულვარის დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორც­იე­ლე­ბის შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორის მო­ვა­ლეობას დროებით ასრულებს ბულვარის დირექტორის პირველი მოად­გილე.

6. ბულვარის დირექტორს ჰყავს მრჩეველი, რომელიც დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობას და ასევე კონკრეტულ დავალებებს; ამზადებს ინფორმაციას ბულვარის მიმდინარე საქმიანობისა და პრობლემების შესახებ; ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დირექტორის ოფიციალური შეხვედრებს, ოფიცილური და სამუშაო ვიზიტების გამართვას და სხვა.

მუხლი 4. ბულვარის დირექტორის უფლებამოსილება

1. ბულვარის დირექტორი:

ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ბულვარის საქ­­მიანობას, მოქმედებს ბულვარის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ბულვარის საქ­მიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომ­დინარე მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დავალებების ზუსტად და დროუ­ლად შესრულებაზე;

გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ბულვარის საქმიანობის სწორად წარ­მართვაზე, ბულვარის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარ­ჯვასა და გამოყენებაზე;

დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივი­დუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს ბულვარის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბულვარის თანამშრომლებს;

ვ) ანაწილებს ფუნქციებს ბულვარის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციე­ლებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ბულვარის სტრუქტურული ქვედან­აყო­ფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბი­რებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ბულ­ვა­რის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ბულვარის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ბულვარის თა­ნამ­შრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუ­ხისმგებ­ლობის ზომები;

თ) უფლებამოსილია ბულვარის სახელით გახსნას და დახუროს ანგა­რი­შები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფი­ზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინის­ტრა­ციუ­ლი აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელ­ფა­სის ფონდს, თანამდებობრივ სარ­გოებსა და ხარჯთა ნუსხას;

კ) ამტკიცებს ბულვარის შინაგანაწესს და ბულვარის თანამშრომელთა შვე­ბუ­ლე­ბაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნ­ველ­ყოფს ბულვარის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაც­ვას;

ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვ­ნის­თა­ნავე წარუდგენს ანგარიშს ბულვარის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფი­ნან­სური სახსრების გამოყენების შესახებ;

მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილე­­ბებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთვარობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ბულვარის საქ­­მიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;

ნ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავ­რობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ბულვარის დირექტორი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.

მუხლი 5. ბულვარის სტრუქტურა

ბათუმის ბულვარის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) იურიდიული სამსახური;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

დ) საფინანსო სამსახური;

ე) მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური;

ვ) მონიტორინგის სამსახური;

ზ) ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური;

თ) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური;

6. ადმინისტრაციული სამსახური

ადმინისტრაციული სამსახურის ძირი­თა­დი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინირება ბულვარის ძირითადი საქმიანობისა და მიმართულებების თაობაზე, ასევე ბულვარის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არსებული მდგო­მარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწო­დება და პრესკონფერენციების ორგანიზება;

ბ) დირექტორის და დირექტორის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა, ბულვარის საქმისწარმოების ორგანიზება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფი­ზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების ანა­ლიზი, განხილვა და შემსრულებლისათვის მიწოდება; დირექტორის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება; თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება; შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება; “შრომის შინაგანაწესის” პროექტის მომზადება და შესრულების კონტროლი;

გ) დასაქმებულთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა/განახლება, საკანცელარიო ინვენტარით უზ­რუნ­ველყოფა; ბულვარის ბალანსზე რიცხული სასაწყობო მეურნეობების მოვლა-პატრონობა; სარგებლობაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანების გამარ­თულ მუშაობის უზრუნველყოფა და ქონების მოვლა-პატრონობა;

დ) ბულვარის საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული და საინფორმაციო ბაზების ფორმირებისა და მათი სარგებლობის ტექნიკური უზრუნველყოფა; ცალკეულ საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზებში საჭირო ინფორმაციის განთავსების, განახლებისა და ცვლილებების შეტანის ორგანიზება; არსებული კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა, ვებ-გვერდის ადმინისტრირება, განახლება და უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) ბათუმის ბულავრში არსებული ვეტერანთა კლუბის წევრებისა და სტუმრებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექ­ნი­კური ბაზის (ავეჯი, ინვენტარი, სხვადასხვა თამაშებისა და სხვა გასართობი ღონისძიე­ბებისათვის და სხვა) შექმნა და პერიოდული განახლება;

ვ) ადმინისტრაციისა და ვეტერანთა კლუბის შენობების დალაგება-დასუფთავების უზრუნველყოფა;

ზ) ბულვარის ბიუჯეტის და შესყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება­მო­სი­ლე­ბების განხორციელება.

მუხლის 7. იურიდიული სამ­სა­ხური

იურიდიული სამსახურის ძირი­თა­დი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ბათუმის ბულვარის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექ­ტების შემუშავება;

ბ) სამართლებრივ აქტებსა და ხელშეკრულებებზე სამართლებრივი დას­კვნების მომზადება;

გ) ბულვარის რო­გორც მხარის ინტერესე­ბის დაცვა და წარმომად­გენ­ლო­ბის უზრუნველყოფა სხვადასხვა ინსტანციის სა­სა­მართლოში;

დ) კონკურსების, აუქციონების გამოცხადებისათვის საჭირო ორგანიზა­ციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება;

ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ხელშეკ­რუ­ლე­ბების პროექტების მომზადება და წარდგენა;

ვ) ბულვართან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების სამარ­თლებრივი ზედამხედველობა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ზ) ბულვარის პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე პასუხის­მგე­ბელი ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

თ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა ან/ და განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

კ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება­მო­სი­ლე­ბების განხორციელება.

მუხლი 8. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური

სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია:

ა) კონსულტაციებს უწევს სატენდერო კომისიის წევრებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ბ) თვალყურს ადევნებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით და ვადებში;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მალასების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას;

დ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას;

ე) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტის მომზადებაში;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ავლენს ინტერესთა კონფლიქტს და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის წინადადებით მიმართავს პირს, რომელიც დადგა ინტერესთა კონფლიქტის წინაშე;

ზ) შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას;

თ) შეიმუშავებს ტენდერის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პროექტს;

ი) ამზადებს დასკვნებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე:

კ) შეისწავლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის თაობაზე;

ლ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტებს;

მ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, აგრეთვე, დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

მუხლი 9. საფინანსო სამსახური

ა) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინან­სური მართვა;

გ) ბულვარის მიზნობრივი პროგრამების და შესაბამისი პროექტების მომზადება;

დ) სათანადო ფინანსური გაანგარიშებების წარმოება;

ე) საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება, ხელფასების დროული დარიცხვის, სახელფასო უწყისების შედგენის, ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებასა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასებაში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონა­წი­ლეობების მიღება; ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების ამოღებაზე კონ­ტროლის დაწესება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დაწესებულ ვადებში მათი სათანადო ადმინისტრაციული ორგანოებისადმი წარ­დგენის უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით და დირექტორის სამართლებრივი აქტებით გათვა­ლისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 10. მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური

მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია:

ა) ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მარკეტინგული კვლევების მონა­ცემების შეგროვება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ბულვარის სტრატეგიული განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) მარკეტინგის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების განსაზღვრა და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში არსებული ქონების ბულვარისათვის გადაცემის შესახებ;

დ) წინადადებების შემუშავება ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშრებით, ასევე, სტრატე­გიუ­ლი გეგმის შესაბამისად, წინადადებების მომზადება ბულვარის სარგებლობაში არსებული კონკრეტული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

ე) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;

ვ) ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, მასალების მომზადება შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორ­მებ­ლად, ხელშეკრულების მხარების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ზ) ბულვარის ეკონომიკური პოლიტიკის გაანალიზება და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხავა სახის ნებართვების გაცემა, აგრეთვე, დაწესებული გადასახადების დროული და სრული ოდენობით ამოღების უზრუნველყოფა;

ი) კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსი­ლებათა განხორციელება.

მუხლი 11. მონიტორინგის სამსახური

მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია:

ა) ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ბულვარზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მის ტერიტორიაზე ჩადენილ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

გ) ბულვარის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ამკრძალავი ზომების კონტროლი, დაწესებული შეზღუდვებისა და დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) ბულვარის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის განხორციელება, დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობაში გაცემული ქონების ადგილზე დათვალიერება;

ე) ახორციელებს ბულვარის სტრუქტურული ერთეულების მონიტორინგს; სამუშაო საათების გათვალისწინებით ნებისმიერ დროს ამოწმებს სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე მათ ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს საჭიროებისამებრ ართმევს ახსნა-განმარტებებს;

ვ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე უფლებამოსილია ბულვარის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და თანამშრომელს მოსთხოვოს მათ ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მათი მიღება დედნის ან დამოწმებული ასლის სახით;

ზ) ახორციელებს ბულვარის ტერიტორიაზე დალაგება-დასუფთავების, დაცვის სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლსა და კოორდინაციას;

თ) ვალდებულია ცალკეული მონიტორინგის დასრულების შემდეგ დირექტორს გონივრულ ვადაში წარუდგინოს მონიტორინგის შედეგები;

ი) ახორციელებს მონიტორინგის შედეგების ანალიზს;

კ) მონიტორინგის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსი­ლებებს.

მუხლი 12. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური

ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია:

ა) ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურული და სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

ბ) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სამსახურის სფეროს ფუნქციონირებისა და განვითარებასთან დაკავ­ში­რე­ბული ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მი­წო­დება ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციების, დასკვ­ნების, რეკომენ­დაციებისა და პროექ­ტების სახით;

დ) ბულვარის კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდი­ნაცია, საექსპლუატაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორცი­ე­­­ლება;

ე) ბულვარის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა;

ვ) ბულვარის ინფრასტუქტურის განვითარებაზე ზედამხედვე­ლობის განხორ­ციელება;

ზ) შესაბამისი სა­კონ­ტრაქ­ტო პირობების შესრულების ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელება; აუცილებელი კაპი­ტა­ლუ­რი და მიმდინარე სარე­მონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწ­ყო­ბა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების და პროექტების განხილვა და დასამ­ტკიცებლად მომზადება;

თ) ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების დაცვის მიზნით სხვა სამსახურებთან ერთად პერიოდული კონტროლის და ზედამ­ხედველობის ღონისძიებათა განხორციელება;

ი) კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლება­მო­სი­ლებების განხორციელება და ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულება.

მუხლი 13. აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური

აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის ძირითადი ფუნქ­ციე­ბი და ამოცანებია:

ა) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია, განვითარების პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

ბ) ბულვარის ტერიტორიაზე გარემოსა და სანიტარული ნორმების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთ­ხოე­ბის უზრუნველყოფა;

გ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, მწვანე ნარგავების, დეკო­რატიული მცენარეების, ყვავილების მოვლა-პატრონობა და მათი დეკორაციული ფორმირება; ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და ცალკეული ფართობების პრო­ექ­ტირება, მათი ლანდშაფტური დიზაინის დამუშავება და უზრუნველყოფა, და­ზია­ნებული გაზონებში აღდგენა, ამორტიზებული და გადაბერებული ხე-მცენარეების შეცვლა;

დ) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) სამსახურის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების მომზადება და ბულვარის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) ბულვარის მიერ სამსახურის კომპეტენციაში არსებული და მისი სრულ­ყო­ფილი ფუნქციონირებისათვის განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, შეს­ყიდვის ობიექტების ინსპექტირება-ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად; აუცილებელი კაპი­ტა­ლური და მიმდინარე სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და მათი განხორ­ციელების ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთანუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ზ) ბულვარის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის განვითარებაზე ზედამხედველობის განხორციელება ;

თ) მოქმედი და კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 14. ბულვარის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. ბულვარის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციე­ლებე­ლი ორ­განოა სამინისტრო.

2. ბულვარის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ბულვარის მიერ განხორ­ციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანო­ბისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბულვარის დირექ­ტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ბულ­ვა­რის დირექტორს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მა­სა­ლე­ბი და ინფორმაცია.

4. ბულვარის დირექტორი ვალდებულია წელიწადში ორჯერ – 10 მაი­სამ­­­დე და 10 დეკემბრამდე სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნის­თანავე წა­რუდ­გინოს წერილობითი ანგარიში ბულვარის მიერ განხორციე­ლებული საქ­მია­ნობის, მათ შორის ბულვარის ფინანსური სახსრების თაობაზე.

5. ბულვარის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუ­კი­დებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.

მუხლი 15. ბულვარის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

ბულვარმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმე­დე­ბები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

მუხლი 16. ბულვარის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციე­ლებლად ბულვარს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებ­ლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კისა და თვით­მმართველი ქალაქი ბათუმისაგან მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბ­ამისად.

2. ბულვარის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ბულვარის ფუნქციო­ნი­რების განმავლობაში ბულვარის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქო­ნება. ასეთ ქონებაზე ბულვარს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონ­ომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.

3. ბულვარის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება, გარდა თვით­მმართ­ველი ქალაქი ბათუმის მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონებისა, რჩება აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკას საკუთრებაში.

4. ბულვარის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქარ­­თველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესა­ბა­მისად.

მუხლი 17. ბულვარის ფინანსები

1. ბულვარი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბ­ლიკური ბიუჯეტიდან.

2. ბულვარი შემოსავლის წყარო აგრეთვე შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­დება ბულვარის ხარჯების ანაზღაურებას, ბულვარის თანამშრომლებზე ხელფა­სე­ბის გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ბულვარის დებულებით გათვა­ლისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ბულვარის სახსრე­ბისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

მუხლი 18. ბულვარის საბუღალტრო ანგარიშგება

1. ბულვარი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მო­ქ­მე­დი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესა­ბამისად აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეად­გინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინიტროს.

2. ბულვარი წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუ­კიდებელი აუდიტორი.

მუხლი 19. ბულვარის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ბულვარის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმ­დებლობის შესაბამისად.

მუხლი 20. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი