2 ამინდი ბათუმში     60.8° F / 16° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

ისტორია 1881 წლიდან

ისტორია იწყება 1881 წლიდან. ბულვარის მშენებლობის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს ა.ი.სმეკალოვს ეკუთვნის. ბათუმის პოლიცმეისტერის ვოზნესენკის გადაწყვეტილებით, ბულვარის მშენებლობა პრუსიელ მებაღეებს: რესლერსა და რეიერს დაევალათ.

1884 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა რესლერი, ხოლო ბათუმის ბულვარის დაგეგმილი მშენებლობის გაგრძელება საქართველოში 5 წლით მოწვეულ მიხეილ დალფონსს დაევალა, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენებულია როგორც “ბათუმის სანაპიროს კეთილი გენია”.

1884 წლის ბოლოს უკვე გაშენებული იყო 2 ხეივანი (ალეა).

1886-1894-1897 წწ. ბათუმის ბულვარში განხორციელდა ხეივნების გაგრძელება, რამაც 470 საჟენი შეადგინა (1 საჟენი=2.13მ). ამ პროცესებს სათავეში ედგნენ: მებაღე-ინჟინერი ნ.ტყებუჩავა, ა.ხოშტარია და ი.დ.ლეონიძე. მთელი ქალაქის გამწვანებას მეთაურობდა მებაღე-დეკორატორი იასონ გორდეზიანი, რომელიც ევროპაში განათლების მიღების შემდეგ კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.

1934 წ. იტალიიდან ჩამოტანილ იქნა ანტიკური ხანის სკულპტურების ასლი და ანტიკური სტილის კოლონადების პროექტის 2 კომპლექტი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ადგილობრივი არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი. კოლონადები დღესაც ბათუმის სავიზიტო ბარათია. ასეთივე კოლონადები აშენდა ბულვარის მთავარ შესასვლელში.

1941 წ. ანტიკური ქანდაკებები გადატანილ იქნა შესანახად ოფიცერთა სახლის სარდაფში. მათი შემდგომი ბედი გაურკვეველია.

50 – იან წლებში აშენდა “საზაფხულო თეატრი”, რომლის არქიტექტორები იყვნენ კახა ჯავახიშვილი და ბოგდან კირაკოსიანი.

70 – იან წლებში მწერალმა დრამატურგმა ა.შერვაშიძემ მწერალთა და პოეტთა სკვერის გაკეთება განიზრახა. ამ მიზნით უკრაინიდან ჩამოტანილ იქნა ლ.უკრაინკასა და ტ.შევჩენკოს ბიუსტები ნიშნად ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობისა. ამავე პერიოდს განეკუთვნება ალ. პუშკინის ბიუსტის დადგმა სკვერში.

1977 წლის სექტემბერში ბულვარში ამუშავდა 3 ფერადი, მოცეკვავე შადრევანი. პროექტი სპეციალისტმა აბრამიანმა დაამუშავა, არქიტექტურულ ნაწილს კი არქიტექტორი გ.ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა.

2004 წლის მეორე ნახევრიდან იწყება სამუშაოები ბულვარის განახლებისა და განვითარებისათვის.

2005 წელს დასრულდა პარკის ძირითადი სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. Dაშენდა აუზები, სპორტული მოედნები და ეგზოტიკური რესტორნები. დაიდგა პანორამული ბორბალი (ეშმაკის ბორბალი), საზეიმოდ გაიხსნა ჭადრაკის კლუბი და მუსიკალური შადრევანი.

2009 წლის ბოლოს ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეის მდგომარეობით მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს. თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი, რომელიც 1200 მეტრზეა გადაჭიმული. ბულვარის მთლიანი ფართობი 103.1 ჰა-ია, აქედან: მწვანე გაზონებს – 34.8 ჰა, ბაღებსა და მოედნებს- 27 ჰა, პლაჟს – 37.5 ჰა, ხოლო არდაგანის ტბას – 3.8 ჰა უჭირავს.

2011 – ბულვარის საიუბილეო წელია. ბათუმის ბულვარს 130 წელი შეუსრულდა.

გვერდის გალერეა

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი