2 ამინდი ბათუმში     75.2° F / 24° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

მე, შენ და ბათუმი

12 ნოემბერს ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკულპტურა გაიხსნა, სახელწოდებით "მე, შენ და ბათუმი". ბრინჯაოში შესრულებული ფიგურების ავტორი ახალგაზრდა მოქანდაკე ირაკლი წულაძეა.

"ბათუმი ყავის მომზადების განსაკუთრებული ტრადიციითაა ცნობილი. მოგეხსენებათ, რომ ნალექიან ყავას ქვიშაზე ადუღებდნენ, რაც მას გამორჩეულ არომატს სძენდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაკვირდები გარემოს და ვფიქრობ, სად რა ტიპის სკულპტურა მოუხდება. ბათუმში ჩემი მორიგი ყოფნისას გამიჩნდა იდეა, რომ იქ დამედგა "კონტაქტური" სკულპტურა, რომელთანაც ადამიანები შეძლებდნენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას. ბათუმში არსებულ დიდ სკვერში ბევრი ადამიანი სეირნობს და როცა ამგვარ სივრცეში "შემოქმედებითი ელემენტი" შედის, მას თავისებური ხიბლი ემატება. გადავწყვიტე, გამეკეთებინა გასული საუკუნის ტიპაჟების, გოგონასა და ბიჭის ქანდაკება. მათი სახეები ზოგადია და კონკრეტულად არავის ჰგვანან. წყვილი ბულვარში ზის და ყავას სვამს. სკულპტურისათვის რეტრო პერიოდის ჩაცმულობა ვარჩიე, ასეთივეა მაგიდა და სკამები - ავეჯი მოჩუქურთმებულია. -აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი წულაძემ.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი