ბათუმის ღვინის ფესტივალი 2019

2019 წლის, 2-დან 6 აგვისტოს ჩათვლით შემოგვიერთდით ქართული ღვინის ფესტივალზე ბათუმის ბულვარში!

ერთად დავაგემოვნოთ ქართული ღვინის მარნების მიერ წარმოებული ღვინო და ჭაჭა. ეს ყველაფერი კი ქართული ტრადიციული კერძების თანხლებით.

გვესტუმრეთ საღამოს 5 საათიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ღონისძიებები

BATUMI BOULEVARD

ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.

FOLLOW US ON INSTAGRAM

LIKE US ON FACEBOOK

All rights reserved © Batumi Boulevad 1881