სკეიტ პარკი
სსიპ „ბათუმის ბულვარი“ წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს იმ სავალდებულო რეკომენდაციებით, რომელიც შემუშავებულია განაშენიანების გეგმის ფარგლებში. მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა: ახალ ბულვარში მდებარე საერთაშორისო ლიცენზიის მქონე სკეიტ პარკი, რომელიც ახალგაზრდების ახალი მიზიდულობის ცენტრია და უახლოეს მომავალში გახდება როგორც, ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი. ახალი პროექტი რეგიონში სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურება.