საბავშო მოედნები

საბავშო მოედნები

პატარების გასართობად და განწყობის ასამაღლებლად ჩვენს ბულვარში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა. კოლონადების მოპირდაპირე მხარეს, პირველ სანაპირო ზოლში, მოწყობილია ბავშვთა გასართობი მოედანი, საქანელებითა და სხვადასხვა სახის გასართობი ინსტალაციებით, არემარე კი გაფორმებულია მულტიპლიკაციური ფილმების გმირთა ნატურალური ზომის ქანდაკებებით. ზუსტად ასეთივე ტიპის მოედანი გვხვდება ახალი ბულვარის ტერიტორიაზეც. თუკი თქვენი პატარები უკვე იმ ასაკში არიან, რომ მძაფრი შეგრძნებები და ზომიერად ექსტრემალური ატრაქციონები იზიდავთ, ამ შემთხვევაში ,,არდაგანის" ტბის მიმდებარე ტერიტორიას უნდა ესტუმროთ, სადაც სანაპირო ზოლზე რამდენიმე ატრაქციონია დამონტაჟებული, რომლებიც ნებმისმიერი ასაკისა და გემოვნების სტუმარს დააინტერესებს, მათ შორის მშობლებლსაც.

სრულად ნახვა ჩამოსქროლვა
სკეიტ პარკი

სკეიტ პარკი

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს იმ სავალდებულო რეკომენდაციებით, რომელიც შემუშავებულია განაშენიანების გეგმის ფარგლებში. მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა: ახალ ბულვარში მდებარე საერთაშორისო ლიცენზიის მქონე სკეიტ პარკი, რომელიც ახალგაზრდების ახალი მიზიდულობის ცენტრია და უახლოეს მომავალში გახდება როგორც, ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი. ახალი პროექტი რეგიონში სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურება.

სრულად ნახვა