ახალი სკვერი კოლონადასთან

უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების ბიუსტებს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, მარმარილოს ქვით მოპირკეთდა პედესტალები. სკვერის ტერიტორია ახალი მწვანე ნარგავებით შეივსო. პროექტის შედეგად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესდა არსებული ტერიტორიის იერ-სახე და დამატებით, კიდევ ერთი მიზიდულობის ადგილი შეიქმნა ბაღის ვიზიტორებისთვის. დასასვენებელი სივრცე ძველ ბულვარში, კოლონადას მიმდებარედ, 2 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, განთავსდა საბაღე ინფრასტრუქტურა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, დეკორატიული ქვიშის ორნამენტული საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

 

ახალი სკვერი კოლონადასთან