საოცრებათა მოედანი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი „საოცრებათა მოედანი“ ძველ ბულვარში ზღვასთან ახლოს მდებარეობს. იგი 2009 წელს, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტდა. აქ შეხვდებით ისეთი ღირსშესანიშნაობების ერთობლიობას, როგორებიცაა ანბანის კოშკი, ბათუმის შუქურა, პანორამული ბორბალი,„ალი და ნინო“, „მე, შენ და ბათუმი“, რაც საოცარ სანახაობათა ანსამბლს ქმნის.