ოცნების სვეტი
ახალ ბულვარში არსებული „ოცნების სვეტი“-ს ინსტალაცია, ბაღის ვიზიტორებისთვის კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად სივრცედ რჩება, რომლის საპოვნელადაც თქვენ უნდა გაიაროთ 150 მეტრის სიგრძის ზღვის კენჭებით მოკირწყლული ლაბირინთი. წესების თანახმად, ის ვინც ლაბირინთის თავსატეხს ამოხსნის და დანიშნულების ადგილამდე მივა, იქ ჩაფიქრებული ოცნება და სურვილი აუცილებლად აუხდება. რომლის ავტორები გახლავთ: ირაკლი წულაძე და მარიუს აბრამავიშიუსი.