ბათუმის ბულვარი რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას "რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ მასპინძლობს. კონფერენცია ბულვარის დირექტორმა, ლაშა მიქელაძემ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს ისტორიული ბაღის მნიშვნელობაზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. კონფერენცია-ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ურბანული რეკრეაციული პარკების მართვის, ურბანულ გამწვანებაში თანამედროვე ტენდენციების, საქალაქო პარკების როლზე, ხეების 3დ ბგერითი ტომოგრაფიისა და სხვა თემატური საკითხების შესახებ. კონფერენციას ოფიციალურ პირებთან ერთად სტუდენტები და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიების მეორე დღე ვორქშოფებს დაეთმობა.
15 ნოემბერი | 2024