ალი და ნინო

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. 7 მეტრიანი კონსტრუქცია 8-10 წუთის ინტერვალით ასრულებს წრიულ მოძრაობას, რომლის დასასრულს ქალისა და მამაკაცის სილუეტები გეომეტრიული სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს. ქართველი ხელოვანის თამარ კვესიტაძის ქმნილება არის მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და კულტურათა შერწყმის სიმბოლო.