2 ამინდი ბათუმში     69.8° F / 21° C
eAuction.ge     |       მედია ცენტრი     |       კონტაქტი

დაგვირეკეთ

0 422 27 88 08

სამუშაო საათები

09:00 - 18:00

მოგვწერეთ

info@boulevard.ge

12 მაისი 2015

ბათუმის ბულვარის დანაგვიანებაზე სანქციები ამოქმედდა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან 50 ლარიდან 5000 ლარამდე თანხით.

უფრო კონკრეტულად კი ბულვარის 2 კგ-მდე ნარჩენით დანაგვიანება ჯარიმდება 80 ლარით.

2კვ/მ-ზე მეტი მოცულობის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1500 ლარით.

გარემოს 2 კგ-თი ან მეტი ნარჩენით დანაგვიანება ფიზიკური პირებისათვის ჯარიმდება 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 500 ლარით.

1 კვ/მ-მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურება კი ფიზიკური პირებისათვის 200 ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიული პირებისათვის 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება 50 ლარით ჯარიმდება.

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება იძულებითი აღსრულება.

სსიპ „ბათუმის ბულვარ“-მა აქტიურ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, ნარჩენების მართვის კოდექსის ფარგლებში, დანაგვიანების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „შეინარჩუნე სუფთა ბულვარი“- დაიწყო.

პიარ-კამპანიის მიზანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, მაქსიმალური ინფორმირებულობა ბულვარის ტერიტორიაზე შემოღებული საჯარიმო სანქციების შესახებ, კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პიარ-აქტივობაა ჩანიშნული. გათვალისწინებულია ასევე, ელექტრონული ბანერების გავრცელება, საინფორმაციო ბროშურების დარიგება სხვადასხვა ლოკაციებში, სოციალური რეკლამა, საინფორმაციო დაფები (ამჟამად განთავსებულია ტერიტორიაზე)

საჯარიმო სანქციებსა და ტერიტორიაზე გამოვლენილ დანაგვიანების ფაქტებს კონტროლს უწევს ბულვარის ადმინისტრაციასთან არსებული შესაბამისი მონიტორინგის სამსახური.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

შეგვაფასეთ TRIPADVISOR-ზე

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი მდებარეობს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, საქართველოში. ბულვარის მშენებლობა 1881 წელს დასრულად. დღესდღეობით, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით

სსიპ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია"

 

მის.: კ. გამსახურდიას ქ. #2, ბათუმი

 

ტელ.: 0 422 27 88 08

 

ელ.: info@boulevard.ge

ბათუმის ბულვარი © 2016 გემრიელი შინდი