პალმების ხეივანი
ბათუმის სანაპირო ზოლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს პალმების ხეივანი, ისინი ბულვარის ლანდშაფტისთვის ყველაზე მეტად სახასიათო ხე-მცენარედაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბულვარის ტერიტორიაზე მრავალი სახეობის პალმა ხარობს: ფინიკის, ქოქოსის, ვაშინგტონიების, ჰომერობსების და სხვა. პალმების მოვლა სეზონის მიხედვით ხორციელდება. ზამთრის ქარისა და ყინვებისგან დასაცავად, ბულვარის გამწვანების თანამშრომლები პალმებს კრავენ და ფუთავენ, ზაფხულში კი ზედმეტი ტოტებისგან ათავისუფლებენ. ზოგადი ინფორმაცია: პალმა ერთლებნიან მცენარეთა ოჯახს მიეკუთნება, ძირითად სახეობას მერქნიანი ღეოროები ახასიათებს. მათ დიდ ოჯახში გაერთიანებელია 185 გვარი და დაახლოებით 3400 სახეობა. პალმები ძირითადად ტროპიკულ და სუპტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული.