ბათუმის ბულვარის ტურისტული რუკის ელექტრონული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.
ბათუმის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია ბათუმის და აჭარის ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მუშაობს ყოველდღე: 09:00-00:00 (ზაფხული), 09:00-19:00 (ზამთარი).
ცენტრში ხელმისაწვდომია:
მისამართი: ნინოშვილის ქ. 2 (ბულვარის ცენტრალური შესასვლელი)
ტელ.: 577 90 90 91
ტელ.: 0 422 29 44 12
წარმოგიდგენთ ბათუმის ბულვარის 2020 წლის ღონისძიებების კალენდარს.
2-დან 6 აგვისტოს ჩათვლით შემოგვიერთდით ქართული ღვინის ფესტივალზე ბათუმის ბულვარში!
24 აგვისტოს, ტანგოს მოყვარულებს გიწვევთ ბათუმის ბულვარის კოლონადებთან.
2 აგვისტოდან ბიაფფიადა - ქართული კინოს დღეები ბათუმის ბულვარში იწყება!
20 აპრილს, ბულვარიდან სტარტს იღებს ბათუმის ღამის მარათონი!
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.