ფიჭვნარი

ბათუმის ბულვარში, ფიჭვი( Pinus) ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ხე-მცენარეა, რომელთა რაოდენობა 2 500 ძირს შეადგენს. ფიჭვის ხეივანი ფართოდ გასდევს ზღვისპირა ბუფერულ ზოლს 7-კილომეტრიან სიგრძეზე. ხეივანი განსაკუთრებულ გამაჯანსაღებელ როლს თამაშობს ბულვარის მწვანე სივრცეში და ზღვისა და მთის ჰავასთან ერთად სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ბულვარის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შემორჩენილია მიხეილ დალფონსის მიერ დარგული ფიჭვის ხეები. ფიჭვი( Pinus) მარადმწვანე, წიწვოვანი, ფიჭვისებრთა ოჯახის (pinaceae) წარმომადგენელი, ხე-ბუჩქოვანი მცენარეა. ის 1.5 დან 50 მ-მდე სიმაღლის იზრდება და ცოცხლობს 300-350 წელს. გარდა იმისა, რომ ფიჭვი მაღალი ეკოლოგიური თვისებების მქონე მცენარეა, წმენდს ჟანგბადს და დიდი რაოდენობით გამოყოფს მას. მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს იყენებენ, როგორც ამოსახველებელ საშუალებად, ასევე ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური დაავადებებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება სასუნთქი გზების დაზიანების დროს, ბრონქიტის და ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს.

   
ფიჭვნარი