რვაფეხა
ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი სიმბოლო „რვაფეხა“ 1975 წელს აიგო (ავტორები: არქ. გიორგი ჩახავა, მხატვარი ზურაბ კაპანაძე). მოზაიკური შენობა-ქანდაკების იშვიათი ნიმუში ფერადი ქვებით, სმალტით არის მოპირკეთებული. ვარსკვლავების, დელფინების, ზღვის ცხენების ფორმებით გამორჩეული ღია შენობა ჭრელ და ფერადოვან სადღესასწაულო კომპოზიციას წარმოადგენს. „რვაფეხა“ საბაღე-საპარკო ხელოვნების ნიმუშია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მას 2018-2019 წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და დღემდე ფუნქციონირებს.