საზაფხულო თეატრი
1948 წელს ბულვარში აშენდა ულურსმნო ხის მსუბუქი კონსტრუქციის 600 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრი. 1996 წელს ის დაიწვა, 2013 წელს კი განახლებული სახით დაუბრუნდა ბულვარს და ჩაება ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. დღესდღეობით, თეატრი 1200 მაყურებელზეა გათვლილი.