ისტორიული კოლონადები

ანტიკური სტილის კოლონადას პროექტი, იტალიიდან 1930 წელს ჩამოიტანა ბათუმელმა ექიმმა ივანე მჭედლიძემ. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ქალაქის მთავარი არქიტექტორი, პავლე ნადარეიშვილი ხოლო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი. კოლონადა აიგო 1934 წელს, რაზეც მეტყველებს იქვე გაკეთებული მოზაიკური წარწერა. ბულვარის მთავარ კარიბჭედ მოსაზრებული ანტიკური კოლონადა დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ბათუმის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს და სახასიათო ღირსშესანიშნაობადაა აღიარებული.