მაგნოლიების ხეივანი
ძველი ბულვარის პირველი ალეა „მაგნოლიების ალეის“ სახელით არის ცნობილი. ნინოშვილის ქუჩიდან პირველივე სასერინო ბილიკი დაახლოებით კილომეტრის სიგრძისაა მას სხვადასხვა ზომის მაგნოლიები ამშვენებენ. ამ მარადმწვანე მცენარეს განსაკუთერბული ადგილი უკავია ჩვენი ქალაქის „ავთენტურ რუკაზე“. ბულვარში სამი საუკუნის მანძილზე ირგვებოდა ეს ულამაზესი მცენარე და მისი პირდაპირი გაგებით თავბრუდამხვევი სურნელება ბულვარის განუყოფელი ნაწილია.