იასონ გორდეზიანი

ბათუმის ბულვარის განაშენიანებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მებაღე-დეკორატორ იასონ გორდეზიანს, რომელმაც ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში მიღებული ცოდნის გამოყენებით, გადაახალისა მცენარეული საფარი, გააფართოვა ძველი და შექმნა ახალი სანერგეები. ევროპული გამოცდილების მქონე ქართველმა მებაღემ მრავალი პროექტი განახორციელა. 1889 წელს ბულვარის განაშენიანების პროექტის ფარგლებში, მისი თაოსნობით ოცამდე მაგნოლიის ხე დაირგო. 2018 წელს, ბულვარში დაიდგა იასონ გორდეზიანის ძეგლი, რომლის ავტორი გახლავთ ირაკლი წულაძე. 

იასონ გორდეზიანი