მიხეილ დალფონსი
ბათუმის ბულვარის განაშენიანების საწყისებთან დგას ფრანგი დიდგვაროვანი მებაღე მიშელ დალფონსი. 1884 წელს რესლერის გარდაცვალების შემდგომ, წარმატებით დაწყებული საქმე გადაიბარა ფრანგმა დიდგვაროვანმა, ცნობილმა მებაღემ მიშელ დალფონსმა. ის დაინიშნა ქალაქის მთავარ მებაღედ და სწორედ მის სახელს უკავშირდება ბულვარის ფრანგულ სტილში განაშენიანება. ბულვარის დაგეგმარებაში მისი წვლილი იმდენად დიდია, რომ ისტორიულ წყაროებში, დალფონსი ,, ბათუმის სანაპიროს კეთილ გენიადაა" მოხსენიებული. მას ბულვარი უხვად გაუმდიდრებია ჩაქვში მდებარე საკუთარი ბაღიდან გადმოტანილი ძვირფასი და იშვიათი ჯიშის მცენარეებით. 2012 წელს, ბულვარში დაიდგა დალფონსის ბრინჯაოს ქანდაკება თავისივე დარგული ასწლოვანი ევკალიპტის წინ.