ბულვარის შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში. ‘ბათუმის ბულვარი’ ახორციელებს მის სარგებლობაში არსებული ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობას, უფლებამოსილია ეს ქონება სარგებლობაში გასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით და ამისათვის დაადგინოს შესაბამისი პირობები, ახორციელებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო და აუცილებელ ღონისძიებებს, ვიზიტორებისათვის ქმნის დასვენებისა და ტურიზმის ხელსაყრელ გარემოს და ატარებს მწვანე ნარგავების მოვლის, აღდგენის და განახლების სამუშაოებს ბულვარის ტერიტორიაზე.ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პოულობს თავის ადგილს.  

ემოციების განზომილება

ისტორიული კოლონადები

ისტორიული კოლონადები

ანტიკური სტილის კოლონადას პროექტი, იტალიიდან 1930 წელს ჩამოიტანა ბათუმელმა ექიმმა ივანე მჭედლიძემ. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ქალაქის მთავარი არქიტექტორი, პავლე ნადარეიშვილი ხოლო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი. კოლონადა აიგო 1934 წელს, რაზეც მეტყველებს იქვე გაკეთებული მოზაიკური წარწერა. ბულვარის მთავარ კარიბჭედ მოსაზრებული ანტიკური კოლონადა დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ბათუმის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს და სახასიათო ღირსშესანიშნაობადაა აღიარებული. 

წაიკითხე სრულად ჩამოსქროლვა

ვირტუალური განზომილება

იხილეთ 360 ვირტუალუტრი ტური

ვირტუალური განზომილება

გართობის განზომილება

ღონისძიებები

ბედნიერების განზომილება

სიყვარულის განზომილება

ალი და ნინო

ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

სრულად ნახვა ჩამოსქროლვა